ყველას, ყველას! Everyone, Everyone! Всем, Всем!

https://www.youtube.com/watch?v=sGrKW72QpGI - სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა 17 ნოემბერი 2014 - National congress of Georgia appeal 17 November 2014 - ВСЕГРУЗИНСКИЙ НАЦИОНАЛЬНЫЙ СЪЕЗД 17 Ноября 2014 

Website

Facebook

ავაზზე -In Avaaz - На Авааз

მსოფლიო ერებს და ხალხებს, მსოფლიოს ყველა ადამიანს!
ყველას, ყველას, ყველას!

 

TO THE NATIONS AND PEOPLES OF THE WORLD, TO THE MAN OF THE WORLD!
To everyone, everyone, everyone!

НАЦИЯМ И НАРОДАМ МИРА, КАЖДОМУ ЧЕЛОВЕКУ!
Всем! Всем! Всем!

  სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა, რომელიც ეყრდნობა საქართველოს ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობით 1907000 ხელმოწერებით გამოხატულ ნებას, მოგმართავთ როგორც ქართველ, ასევე მთელი მსოფლიოს დემოკრატიულ და მშვიდობისმოყვარე საზოგადოებას თხოვნით მიმდინარე წლის 15 მაისამდე და შემდგომ, მხარი დაუჭიროთ ქართველ საზოგადოებას, რომელიც მოსთხოვს მთავრობას აღასრულოს სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დადგენილება და გაიზიაროსქართველი ერის ნება, იყოს მშვიდობიანი, ნეიტრალური, სუვერენული და თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც სურს გაემიჯნოს მსოფლიოში მიმდინარე, კაცობრიობისთვის საშიშ, გლობალურ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც მსოფლიოში გამეფებული სისხლიანი კაპიტალისტური რეჟიმის მიერ ხორციელდება.

 აქცია ითვალისწინებს ხელისუფლებისა და მართვის სისტემის მშვიდობიანი გზით შეცვლას, და თქვენი მხარდაჭერა გახდება მაგალითი მსოფლიოში გაბატონებული ბოროტების წინააღმდეგ დემოკრატიული მეთოდებით ბრძოლისა, რათა დედამიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს.

***

 We the national congress of Georgia appeal to Georgian, 1907000 signatures of voters, the majority of which are based on the political will, as well as the worlds democratic, peace loving society with a request to support the Georgian community on may 15th of this year and after, which will ask the government to implement the resolutions of the national congress of Georgia and share the will of the Georgian nation, to be a peaceful, neutral, sovereign and free country, which wishes to diverge from the current, threatening humanity global geopolitical processes, implemented by the worlds reigning bloody regime.
 The action provides for a peaceful change of government and management system, and your support will become an example of the fight against the worlds reigning malice with democratic methods, so that peace may settle on earth.

***

  От Национального съезда всея Грузии, который полагается на волю большинства избирателей страны числом 1907000, обращается как и к Грузинскому народу, также ко всем демократическим и мирным жителям земли с просьбой поддержать 15-го мая и после акции народ Грузии, который будет требовать от правительство выполнения условии резолюции Национального Съезда и разделить волю Грузинской Нации, быть мирным, нейтральным, суверенным и независимым государством, который желает дистанцироваться от нынешнего страшного для человечества, глобального геополитического положения, которым правит в мире доминирующий кровавый капиталистический режим.

 Акция требует от правительства смену власти и системы правления и ваша поддержка будет примером демократических методов борьбы против зла, существующих в мире, чтобы установилось мир на земле.

***

ქვემოთ გთავაზობთ მიმართვებს, რომელიც ეროვნულმა ყრილობამ ქართულ ინგლისურ და რუსულ ენებზე გაუგზავნა მსოფლიოს 200 ქვეყნის მთავრობას:

მიმართვა საზღვარგარეთის ქვეყნებს

მოგმართავთ და გაცნობებთ, რომ 2014 წლის 16 ნოემბერს, საქართველოში, დედაქალაქ თბილისში ჩატარდა სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა.
ყრილობის ჩატარების საფუძველი გახდა 1 მლნ. 907 ათასი ამომრჩევლის პოლიტიკური ნების გამოხატულება ხელმოწერებით სიებში "გადარჩენისთვის"; ხელმოწერებში გამოხატული მოთხოვნები ასეთია:
- "მიმაჩნია, რომ ამ გზით, კოსმოპოლიტური (თალმუდისტურ-მასონური, "სოროსული") ამ ხელისუფლებით ვიღუპებით და მხარს ვუჭერ:

ა. საქართველოს ნეიტრალიტეტს - განსაკუთრებული სტატუსით (არც ჩრდილოეთი, არც დასავლეთი... არამედ ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად);
ბ. უფლებრივად დაცული იქნას პრინციპი: საქართველოში, წარმოშობით ქართველი - მასპინძელია, არაქართველი - სტუმარი, ანუ:- საქართველოს განაგებს ქართველი ერი - ერთიანი ეროვნული, ამასთან ჭეშმარიტად დემოკრატიული იდეოლოგიის საფუძველზე;- საქართველო, თავის ისტორიულ-ტერიტორიულ ფარგლებში, თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით, სხვა სულიერ-მატერიალური ფასეულობებით, წარმოადგენს ქართველი ერის საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა-გასხვისების უფლება არავის აქვს (გაცემული, მითვისებული, გაყიდულ-გასხვისებული უკან უნდა დაბრუნდეს!);
გ. მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს ჩვენი და კაცობრიობის გადამრჩენელი ახალი სისტემით (ეს ცნობიერება ჩვენთანაა, ქართველებს გვაქვს);სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად, ხელისუფლება გადაეცეს ერს, მისი უმრავლესობის წარმომადგენლობას _ სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც საწყისისთვის, აირჩევს და დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას, განსაზღვრავს ახალი არჩევნების ჩატარების ვადებს _ ახალი სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, რაზეც ხელს ვაწერ:

ყრილობამ განიხილა საკითხები:
1. ხელმოწერების - სიებში “გადარჩენისთვის”, კანონიერების შე-სახებ;
2. ხელისუფლების შესახებ.

ყრილობამ იმსჯელა საკითხებზე და მიიღო სათანადო დადგენილება.
ყრილობის დადგენილების შესაბამისად, მოგმართავთ და გთხოვთ, შეწყვიტოთ ურთიერთობა საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებასთან, მის ფაქტობრივ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ფაქტობრივ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ფაქტობრივ პარლამენტთან და მის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელთან, როგორც ქართველი ერის და საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობის მიერ გამოცხადებული დიქტატორული რეჟიმის წარმომადგენლებთან; შეწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკება საქართველოს სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, არ მიიღოთ მათგან შემოთავაზებული არანაირი წინადადება, რომელიც გამოცხადებული იქნება ქართველი ერის და საქართველოს მაცხოვრებელთა სახელით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მათ მიერ დადებული ხელშეკრულება და აღებული ვალდებულება ითვლება და ჩაითვლება ბათილად, უკანონოდ, ქართველი ერის და საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო ქმედებად.ამასთან, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, თქვენმა სახელმწიფომ კანონიერად ცნოს სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა, მისი გადაწყვეტილებანი და ურთიერთობა დაამყაროს ამ ყრილობის მიერ არჩეულ პრეზიდიუმთან, რომელსაც იურიდიულად ("დე-იურედ") დაეკისრა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციების აღსრულება სრულიად საქართველოს შემდგომი ყრილობის მოწვევამდე. გვაქვს თქვენი და თქვენი ქვეყნის იმედი, როგორც მსოფლიოში კაცობრიული მონაპოვრის, დემოკრატიული პრინციპების დამცველისა და ბურჯისა, რომ გაგვიწევთ თანადგომასა და შუამდგომლობას სხვა ქვეყნებთან მსგავსი საკითხების გადაწყვეტის საქმეში.ასევე მივმართავთ სხვა ქვეყნებს, ქვეყნების ხელმძღვანელებს (ამასთან გაეროს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და სხვა საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს), და ვიმედოვნებთ, თქვენთან ერთად მსოფლიო საზოგადოებრიობა მხარს დაუჭერს ქართველ ერს და საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობის მიერ გამოხატულ ამ ნებას.

პრეზიდიუმის თავმჯდომარე:        აკაკი ჯორჯაძე
პრეზიდიუმის მდივანი:          მორისონ ქობულია

***

სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დადგენილება 

თბილისში 2014 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა - დღის წესრიგით: 

1. ხელმოწერების - სიებში "გადარჩენისთვის", კანონიერების შესახებ. 

2. ხელისუფლების შესახებ.

ყრილობამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილებანი:

I საკითხზე: "ხელმოწერების - სიებში "გადარჩენისთვის", კანონიერების შესახებ"...
_ მოისმინა რა ეროვნული ყრილობის მომწყობი "საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის" საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შექმნილი სამანდატო კომისიის და ხელმოწერების - სიებში "გადარჩენისთვის", დამთვლელი კომისიის ანგარიში, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა ადგენს:
1. 2014 წლის, 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას ატარებს საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის ის ნაწილი, რომელიც ხელს აწერს სიებში "გადარჩენისთვის" და ითხოვს მათში (სიებში) გამოხატული შემდეგი ნების აღსრულებას:

_ "მიმაჩნია, რომ დროში ჟამია, ამ გზით - ანუ, კოსმოპოლიტური (თალმუდისტურ-მასონური) პოლიტიკური და სხვა მართვის არსებული სისტემა-სისტემებით ერი და ქვეყანა ვიღუპებით და გადასარჩენად მხარს ვუჭერ:

ა. საქართველოს ნეიტრალიტეტს - განსაკუთრებული სტატუსით (არც "ჩრდილოეთი", არც "დასავლეთი" _ აშშ, ნატო, თუ სხვა... არამედ, ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად);

ბ. უფლებრივად, დაცული იქნას პრინციპი: საქართველოში, წარმოშობით ქართველი - მასპინძელია, ანუ:- საქართველოს განაგებს ქართველი ერი - ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე; - საქართველო, თავის ისტორიულ-ტერიტორიულ ფარგლებში, თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით, სხვა სულიერ-მატერიალური ფასეულობებით, წარმოადგენს ქართველი ერის საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა-გასხვისების უფლება არავის აქვს (გაცემული, მითვისებული, გაყიდულ-გასხვისებული, წართმეული ტერიტორიებით, უკან უნდა დაბრუნდეს!);

გ. მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს ჩვენი და კაცობრიობის გადამრჩენელი ახალი სისტემით (ეს ცნობიერება ჩვენთანაა, ქართველებს გვაქვს); სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად, ხელისუფლება გადაეცეს ერს, მისი უმრავლესობის წარმომადგენლობას _ სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც საწყისისთვის, აირჩევს და დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას, განსაზღვრავს ახალი არჩევნების ჩატარების ვადებს _ ახალი სისტემის მოთხოვნების შესაბამისად რაზეც ხელს ვაწერ

2. მიღებულ იქნას ცნობად სამანდატო კომისიის ანგარიში, აგრეთვე ხელმოწერების სიებში "გადარჩენისთვის" დამთვლელი კომისიის ანგარიში და, 2014 წლის 16 ნოემბრისთვის, კანონიერად, ანუ იურიდიულ-სამართლებრივ საბუთად ჩაითვალოს: _ 2006 წლის 3 ნოემბრისთვის 1 მილიონ 520 ათასი ხელმოწერიდან 1 მილიონ 320 ათასი ხელმოწერა, ხოლო 2014 წლის 16 ნოემბრისთვის შეგროვებული 887 ათასი ხელმოწერიდან _ 587 ათასი, ჯამში: 1 მილიონ 907 ათასი ხელმოწერა;
გამომდინარე აქედან, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატად დამტკიცდეს 477 ხელმომწერი (ყოველ 4 ათას ხელმოწერაზე - 1 დელეგატი).
3. ყრილობა, კანონიერად სცნობს რა 1 მილიონ 907 ათას ხელმოწერას სიებში "გადარჩენისთვის", ტოვებს ძალაში და აგრძელებს მათ იურიდიულ-სამართლებრივ უფლებამოსილებას, საქართველოში ამ ხელმოწერებით გამოხატული მოთხოვნების აღსრულებამდე, და შემდეგაც.
4. 2014 წლის 16 ნოემბრის ყრილობა ჩაითვალოს სრულიად საქართველოს და ქართველი ერის ნების გამომხატველად, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - კანონიერად, სრულიად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის აღსასრულებლად.
შენიშვნა: ყრილობა სარგებლობს საერთაშორისოდ მიღებული და აღიარებული დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნით: "ხალხის (ერის!) ნება უზენაესია"!..
5. ყრილობა, ითვალისწინებს რა საქართველოში შექმნილ რთულ მდგომარეობას (ნაწილი ტერიტორიებისა წართმეულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია ქვეყნის საზღვრებს გარეთ), მართლზომიერად მიიჩნევს გაგრძელდეს აღნიშნული ხელმოწერების შეგროვება - ხელმოწერებით გამოხატული მოთხოვნების ფაქტობრივ აღსრულებამდე და შემდგომი ხელმოწერებიც ჩაითვალოს კანონიერად (მათ შორის, ინტერნეტ-ფოსტით მიღებულიც).
6. ხელმოწერებით სიებში "გადარჩენისთვის" გამოხატულია რა ქართველი ერის, საქართველოს ზრდასრული, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, მოსახლეობის უმრავლესობის ნება, საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, და სხვა სახელისუფლებო ორგანოებს, შეუწყდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის, ქართველი ერისა და ხალხის სახელით გამოსვლის და მოქმედების უფლება, თუ ისინი არ შეუერთდებიან, არ აღიარებენ სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, არ მიიღებენ და არ აღასრულებენ მის გადაწყვეტილებას.
7. 2014 წლის 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა მართლზომიერად სცნობს 2002 წლის 15 აპრილის, 2006 წლის 3 ნოემბერის სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობებს და თავს აცხადებს მათ სამართალმემკვიდრედ, ანუ ძალაში ტოვებს დადგენილებათა იმ ნაწილს, რომელიც ფაქტობრივად დღემდე შეუსრულებელი დარჩა.
8. 2014 წლის 16 ნოემბრის ყრილობა უფლებამოსილია იმსჯელოს საკითხზე: "ხელისუფლების შესახებ".

II საკითხზე: "ხელისუფლების შესახებ"...
_ 2014 წლის 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ კანონიერად სცნო რა საქართველოს მოსახლეობის - ამომრჩევლის 1 მილიონ 907 ათასი ხელმოწერა სიებით "გადარჩენისთვის" (რაც წარმოადგენს ქვეყნის ამომრჩევლის 50%-ზე მეტს!), ხელმოწერებით გამოხატულ ნებაზე დაყრდნობით, ყრილობამ განიხილა საკითხი "ხელისუფლების შესახებ" და დაადგინა:
1. 2014 წლის 16 ნოემბრიდან, საქართველოში ხელისუფლება გადაეცეს ხალხს - ქართველ ერს, მისი ნების გამომხატველ სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას.
2. საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფალს - პრეზიდენტს (გიორგი მარგველაშვილს), ფაქტობრივ პრემიერს (ირაკლი ღარიბაშვილს) და პარლამენტის ფაქტობრივ თავმჯდომარეს (დავით უსუფაშვილს), მიეცეთ წინადადება, ხელისუფლება გადასცენ ქართველი ერის - საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველ სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, მის პრეზიდიუმს, როგორც ქვეყანაში - საქართველოში "დე-იურე" უმაღლეს სახელისუფლო ორგანოს.
3. სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმს, როგორც ქვეყნის "დე-იურე" უმაღლეს სახელისუფლო ორგანოს, დაევალოს შექმნას ყრილობის დადგენილებათა აღმსრულებელი საბჭო, საქართველოში ფაქტობრივ ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, მის მიერ ხელისუფლების სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობისათვის, მისი პრეზიდიუმისათვის გადმოსაცემად.

საქართველოს ხელისუფლებისგან (იგულისხმება ყველა სახელისუფლო შტო) სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა ადგენს:
1. ძალაში დარჩეს 2002 წლის 15 აპრილის,2006 წლის 3 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დადგენილება, საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების შესახებ; გამომდინარე აქედან, 2014 წლის 16 ნოემბრიდან გაგრძელდეს კონსტიტუციის მოქმედების შეჩერება, ანუ შეჩერდეს მისი მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გამომდინარე მიღებული ქვემდებარე აქტების და კანონების ჩათვლით.
2. 2002 წლის 15 აპრილიდან, დღემდე, და შემდეგაც, საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული ყველა კანონი (დადგენილება, განკარგულება), სათანადო ქმედება, ჩაითვალოს უკანონოდ, ქართველი ერისა და საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობის საწინააღმდეგო ქმედებად.
3. 2014 წლის 16 ნოემბრიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ძალაუფლება გადაეცეს ქართველი ერის ნების გამომხატველ 2014 წლის 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, მის მიერ არჩეულ პრეზიდიუმს, რომელიც იმოქმედებს ქვეყანაში - საქართველოში, ამ ყრილობის გადაწყვეტილებათა ფაქტობრივ ("დე-ფაქტო") აღსრულებამდე.
გამომდინარე აქედან:
ა. საქართველოს ფაქტობრივ პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილს, 2014 წლის 16 ნოემბრიდან შეუწყდეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება და აღნიშნული ყრილობის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის (უგულვებელყოფის) შემთხვევაში, გამოცხადდეს იგი დიქტატორად; მისგან მართული სისტემა - რეჟიმი კი, დიქტატურად.
ბ. საქართველოს ფაქტობრივ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიეცეს წინადადება, 4 სამუშაო დღის ვადაში (2014 წლის 25 ნოემბრის 24 საათამდე), გააკეთოს საჯარო განცხადება, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის აღნიშნული გადაწყვეტილებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვალოს იგი დიქტატორად.
გ. საქართველოს ფაქტობრივ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიეცეს წინადადება, 4 სამუშაო დღის ვადაში (2014 წლის 25 ნოემბრის 24 საათამდე), გააკეთოს საჯარო განცხადება, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის აღნიშნული გადაწყვეტილებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვალოს იგი დიქტატორად.
დ. გაგრძელდეს 2002 წლის 15 აპრილის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის გადაწყვეტილება და, 2014 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა არჩევით ორგანოს, მათ შორის - საქართველოს პარლამენტს შეუწყდეს უფლებამოსილება, შეჩერდეს მისი მოქმედება; მის მიერ მიღებული კანონი, გადაწყვეტილება ჩაითვალოს ქართველი ერისა და საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო ქმედებად.
ე. საქართველოს ფაქტობრივი პარლამენტის თავმჯდომარეს: დავით უსუფაშვილს მიეცეს წინადადება, 4 სამუშაო დღის ვადაში (2014 წლის 25 ნოემბრის 24 საათამდე), აღასრულოს საქართველოს ეროვნული ყრილობის გადაწყვეტილება, ამ ვადაში გააკეთოს სათანადო განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვალოს იგი საქართველოში დიქტატურის დამკანონებლად.

შენიშვნა:_ ქვეყნის - საქართველოს საკანონმდებლო ფუნქციები გადაეცეს 2014 წლის 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, სამსჯელოდ - მის დელეგატებს.
_ საქართველოს ყოველი მოქალაქე, საქართველოში მოქმედი ყოველი პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თუ სხვა, რომელიც არ შეუერთდება სრულიად საქართველოს 2014 წლის 16 ნოემბრის ეროვნულ ყრილობას, გამოვა მისი დადგენილების აღსრულების საწინააღმდეგოდ, მისი - მათი ყოველი ასეთი ქმედება ჩაითვალოს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება.

_ ყრილობის გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა სახელისუფლო ორგანოს, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; ეცნობოს ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას, მასობრივი ინფორმაციის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით.

ითვალისწინებს რა საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, ფაქტობრივ ხელისუფალთა დამოკიდებულებას ქართველი ერის - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნებისადმი, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა დამატებით ადგენს:
1. 2014 წლის 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის ყველა დელეგატს, როგორც საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობის მიერ არჩეულს, მიეცეს უფლება, ყრილობის დადგენილებათა საწინააღმდეგო ქმედების მოთხოვნისას, არ დაემორჩილოს ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, და ასეთ შემთხვევაში, მათი ქმედება არ ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგოდ.
2. ფაქტობრივი ხელისუფლების ხელქვეით სამართალდამცავ ორგანოებს აეკრძალოთ 2014 წლის 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატის ხელყოფა, დაკავება - ნებისმიერი მიზეზით, ყრილობის პრეზიდიუმთან შეუთანხმებლად, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე, თუ მისი - ყრილობის დელეგატის საქციელი, ჩადენილი ქმედება არ სცილდება აღნიშნული ეროვნული ყრილობის და საერთაშორისო სამართლით დადგენილი მართლზომიერი კანონების ფარგლებს. ანუ: _ 2014 წლის 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატი ხელშეუხებელია სრულიად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ყრილობის დადგენილების მოთხოვნათა აღსრულებამდე სარგებლობს საქართველოს "დე-იურე" საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტარის უფლებით.
3. ეთხოვოს საქართველოში ფიცის ქვეშ მყოფ-მოქმედ ძალოვან სტრუქტურებს, სამართალდამცავ ორგანოებს, რიგითებს და ოფიცრებს, არ აღასრულონ ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული ძალის გამოყენების ისეთი ბრძანება, რომელიც მიმართული იქნება აღნიშნული ყრილობის დადგენილების აღმსრულებელთა საქმიანობის აღსაკვეთად (ანდა, მასობრივი გამოსვლების დასარბევად); წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალის გამოყენების ყოველი ასეთი ქმედება ჩაითვალოს (და ჩაითვლება), როგორც საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის, საქართველოს მაცხოვრებელთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი აქტი.
4. ა/წ-ის 16 ნოემბრიდან ნებისმიერი მიზეზით აიკრძალოს საქართველოდან მის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი სახის სულიერ-მატერიალურ ფასეულობათა გატანა, კაპიტალის გადინება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი ასეთი ქმედება ჩაითვალოს, როგორც საქართველოს და ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი აქტი.
5. ეთხოვოს საქართველოში მოქმედ-არსებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სააგენტოებს, სწორად გააშუქონ საქართველოში მიმდინარე პროცესი, 2014 წლის 16 ნოემბრის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დადგენილება, შედეგები და მიუკერძოებლად, დაუმახინჯებელი ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას, მსოფლიოს საზოგადოებრიობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი (რომელიმეს) ქმედება ჩაითვალოს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ საგანგებოდ მიმართული აქტი.
6. ყრილობის პრეზიდიუმს დაევალოს აღასრულოს სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის 2014 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებანი და შედეგები მუდმივ (პერიოდულად) აცნობოს ქართველ ერს, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს, საზღვარგარეთის ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო საზოგადოებრიობას.ამავე პრეზიდიუმს დაევალოს ყრილობის გადაწყვეტილებათა საფუძველზე შეადგინოს მიმართვები და სათანადოდ მიმართოს:
ა. ქართველ ერს და საქართველოს მოსახლეობას;
ბ. საქართველოს ფაქტობრივ პრეზიდენტს, ფაქტობრივ პრემიერს, პარლამენტის ფაქტობრივ თავმჯდომარეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას;
გ. ძალოვან უწყებებს;
დ. გაეროს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ევრაზიულ კავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საზღვარგარეთის ქვეყნებს - ორ ენაზე: ინგლისურად, რუსულად.

დადგენილების ტექსტი სწორია..


ყრილობის თავმჯდომარე: აკაკი ჯორჯაძე
ყრილობის მდივანი: ოლღა ლაბაძე

***

Below we provided addresses, which the national congress sent out to the worlds 200 governments in Georgian, English and Russian languages:

Ниже мы предлагаем обращения Национального Съезда на грузинском, русском и английском языках к правительству в 200 странах мира:

***