ნუ მოჭრი!

 

მოქალაქეთა პეტიცია

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს

ბატონ დავით ბაბილუას

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს

ბატონ დათო სარსანიას

ბატონებო, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფოთში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დაგეგმილია მრავალწლიანი ხეების მოჭრა. არსებული მძიმე ეკოლოგიური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიება, კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ მდგომარეობას, ქალაქს კი, არანაირ ეფექტს არ შესძენს. განვიტარებული მსოფლიოს ძალისხმევა, დღეისთვის მიმართულია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რაც თავისთავად გულისხმობს მწვანე საფარის მოვლა-პატრონობას და არა განადგურებას.

ამასთან, მივესალმებით ქალაქში მიმდინარე პროექტების განხორციელებას, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს გარემოსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. არ დაუშვათ აღნიშნული ქმედება და გამონახოთ საკითხის მოგვარების ოპტიმალური გამოსავალი.

 


ასოციაცია "მედია და საზოგადოება"    Contact the author of the petition