აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე გეორგიევსკის ლენტის ტარება!

...

/ #5 Re:

2016-05-06 08:12

#2: გივარგი -  

ნიკო ლორთქიფანიძე „მონა“

ჯვარედინ გზაზე ისმის:
– გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
– მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…
– მე სუსტი ვარ…
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
– არ მაქვს იმედი…
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
– მეშინია უარესის…
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი… შიმშილი…
– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

1916 წ.