საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები

kati

/ #363

2015-04-19 07:57

 რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანს მოკლავენ წამებით თუ მუსლიმს??? დავიჯერო მშვიდად შეძლებთ უყუროთ მუსლიმი პატარას მოკვლის ამსახველ კადრებს? აფერუმ თქვენს ქრისტიანობას!!!! გადავხედე კომენტარებს და გავოცდი რამდენი იდიოტი გვყოლია ერში.... ზოგი ისე ადვილად იძახის შემოუშვითო, თითქოს მხოლოდ შემოშვებით გადაწყდება მათი პრობლემა :( ამ "კეთილის მსურველებიდან" 50% თუ მაინც მიიღებს ოჯახში ასურელ ბავშვს, მაშინ მეც დაუყოვნებლივ მივიღებ და ჩემს ორ შვილთან ერთად გავზრდი.... ნუ ბაქიბუქობთ და ნუ ამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღებია ქვეყნისთვის ან თითოეული მოქალაქისთვის... ამ დროს მოსალოდნელ საფრთხეზეც ფიქრობ და არ შემედავოთ ახლა და კიდევ იდიოტებივით არ იყვიროთ ზოგიერთებმა რომ საფრთხე არ შეიძლება სდევდეს ამ ნაბიჯს!!!! გაიხსენეთ უახლოესი წარსული, ჩვენივე ქვეყანაში, ჩვენივე თანამემამულეებმა რა გააკეთეს.... აფხაზეთის, სამაჩაბლოს დაკარგვა და იქ იმ დღეებში დატრიალებული უბედურება არ გახსოვთ? რომელი მუსლიმი გვიკლავდა მაშინ შვილებს, ქმრებს, მშობლებს და ძმებს???? ისევ ჩვემი ძმები გვიკეთებდნენ ამას და მაშინ ბევრი თქვენგანი მშვიდად იჯდა სახლში და არ გაუნძრევია ხელი აფხაზეთიდან, სამეგრელოდან და სამაჩაბლოდან წამოსული დევნილების დასახმარებლად... დღემდე "თბილისში ჩამოთრეულებად" რჩებიან ისინი თქვენთვის... არ დაგავიწყდეთ რომ ეს ის ქვეყანა და ის ერია, საკუთარ შვილებს რომ ნახევარი სამშობლო გაუყიდა ნებით თუ უნებლიედ და სხვას ვის თუ არა ჩვენ, ყველაზე უკეთ შეგვიძლია ნიანგის ცრემლების ღვრა... 

პ.ს. მას შემდეგ რაც ის საშინელი კადრები გავიდა ეთერში, გამუდმებით ვფიქრობ, შევძლებ თუ არა ასურელი ბავშვის შეფარებას, მაშინ როცა არანაკლებ გაწამებული, გაყინული და მშიერი, სამათხოვროდ გამოსული ბავშვი შემხვედრია და ხურდისმიცემის  გარდა არაფრით დავხმარებივარ....